ამინდი amindi.webo.ge
მუზეუმი გორი

სტალინის მუზეუმი

41.9870, 44.1110

მარშრუტში დამატება
სტალინის მუზეუმი

აღწერა

იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი — საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის სახელობის მუზეუმი ქალაქ გორში. იოსებ სტალინის სახლი აღდგა და გაიხსნა 1937 წლის 10 ნოემბერს, ამავე წელს აიგო დამცავი ნაგებობებიც. არის ისტორიული კლასიფიკაციის. ინახება 60 000-მდე ექსპონატი. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
მუზეუმის კომპლექსში შედის მემორიალური სახლი, სადაც დაიბადა და ბავშვობის წლები გაატარა ი. ბ. ჯუღაშვილმა (სტალინმა) , საექსპოზიციო შენობა კოშკით და სტალინის პირადი ვაგონი, რომლითაც მან იმგზავრა თეირანში, იალტასა და პოტსდამში. მუზეუმში ასევე დაცულია სტალინის პირადი ნივთები

აღწერა და ფოტოები — იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი ↗

ფოტო გალერეა

სტალინის მუზეუმი — ფოტო 1

ახლოს მდებარე ადგილები