აღწერა
რუისის მაცხოვრის ფერისცვალების (ანუ ღვთაების ) საკათედრო ტაძარი — ტაძარი შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის შუაგულში. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია (27,3X19,6 მ; სიმაღლე 23,2 მ). თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილია გეგმის ძირითადი მონახაზი და შენობის აღმოსავლეთი ნაწილი. ეკლესია თავდაპირველად ნაგები ყოფილა კარგად გათლილი, თანაბარი ზომის მოყვითალო მომწვანო და იასამნისფერი ქვიშაქვის კვადრებით. აღდგენა-შეკეთებისას გამოყენებულია მონაცისფრო-მოშავო ბაზალტის კვადრები, შირიმი და აგური.
აღწერა და ფოტოები — რუისის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი ↗
ფოტო გალერეა