ამინდი amindi.webo.ge

აბულის მთა

41.3400, 43.6500

მარშრუტში დამატება
აბულის მთა

აღწერა

აბულის ტბა — ტბა საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს პატარა აბულის დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2176 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,9 კმ², აუზის ფართობი 8,3 კმ², საშუალო სიღრმე 0,9 მ, მაქსიმალური სიღრმე 1,4 მ. ტბის ქვაბული წაგრძელებულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულის ბოლოსაა, წყალმცირობა — ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში. მუდმივი შენაკადები არ აქვს, გაუმდინარეა, უმეტესი ნაწილი დაფარულია წყალმცენარეებით. ტბაში ტორფის საკმაოდ სქელი ფენაა. ზამთარში იყინება. ტბაში არ არის თევზი.

აღწერა და ფოტოები — აბულის ტბა ↗

ფოტო გალერეა

აბულის მთა — ფოტო 1

ახლოს მდებარე ადგილები