აღწერა
ბორჯომის ტყე-პარკი“ — XIX საუკუნის არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, ქალაქ ბორჯომში. მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ატარებს მერაბ კოსტავას სახელს. გაშენებულია 1870-იან წლებში.
ვიწრო გრძელი პარკი მდებარეობს ქალაქის ცენტრში; იწყება მერაბ კოსტავას მოედანთან და ვრცელი მოედნით სრულდება 9 აპრილის ქუჩასთან. პარკი სიგრძივ ღერძზეა გაშლილი; იგი მიუყვება ქუჩის ფორმას და იმეორებს მის მოხაზულობას. ქვაფენილით დაფენილი ქუჩა შუაზე ყოფს პარკს; პარკის ტერიტორიაზე ჩადგმულია სხვადასხვა დროს აშენებული სხვადასხვა დანიშნულების შენობები: წმ. ნიკოლოზის სახელზე ნაკურთხი გუმბათიანი ეკლესია, ახალი კავალერიის სახლი, რკინიგზის სადგური და დროებითი ნაგებობები: საზოგადოებრივი.კვების ობიექტები, ღია სცენა.

აღწერა და ფოტოები — ბორჯომის ტყე-პარკი ↗
ფოტო გალერეა