აღწერა
შხარა — საქართველოს უმაღლესი მწვერვალი. ზემო სვანეთში, საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე.
სვანურ ენაზე შხარა „ცხრას“ ნიშნავს და მის ქედზე არსებულ მრავალ მწვერვალზე მიუთითებს. იგი წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის უმაღლეს წერტილს და კავკასიონის მთათა სისტემაში სიმაღლით მეორე ადგილს იყოფს მწვერვალ დიხთაუსთან, იალბუზის შემდეგ.
მთავარი შხარის სიმაღლე ზღვის დონიდან 5203 მეტრია, იგი აგებულია გრანიტისა და კრისტალოვანი ფიქალისაგან. ჩრდილოეთის მხრიდან მყინვარი ბეზენგი, სამხრეთიდან — შხარის მყინვარი. საზღვარი საქართველოსა და ყაბარდო-ბალყარეთს შორის გადის მის ქედზე.
ზოგიერთი წყაროს ცნობით, შხარას სიმაღლე 5208 მეტრია. მისი დასავლეთი და ცენტრალური მწვერვალები აგრეთვე 5000 მეტრს ზემოთ მდებარეობენ. სამხრეთი მხარე კავკასიონის და ევროპის ერთ-ერთ უმაღლეს კედლად ითვლება და ის 2300 მეტრს აღწევს მთის ძირიდან მწვერვალამდე. შხარაზე არ არსებობს დაბალი და საშუალო კატეგორიის მარშრუტი ასასვლელად და დასაშვებად. კავკასიური შეფასების შკალით საშუალოდ 5ა - 6ა კატეგორიის გზები გვხვდება, რაც მის განსაკუთრებულ სირთულეზე მიუთითებს.

აღწერა და ფოტოები — შხარა ↗
ფოტო გალერეა