ამინდი amindi.webo.ge

გრემის ციხე

42.0020, 45.6600

მარშრუტში დამატება

აღწერა

გრემის ციხე-დარბაზი სამება — კომპლექსი, არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს სოფელ გრემში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ნაქალაქარის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 1 კილომეტრზე, მთის წვერზე. თარიღდება X-XIII საუკუნეებით.
ციხე-დარბაზი გალავნითაა შემოფარგლული და გეგმით რთული მოხაზულობისაა. შედგება საცხოვრებელი დარბაზის, კარის ეკლესიის, კოშკის და წყალსაცავისგან. მოგვიანებით, XV-XVII საუკუნეებში, ჩრდილო-დასავლეთიდან მიუდგამთ კოშკური საცხოვრებელი სამხრეთ-დასავლეთიდან კი - მცირე ზომის კოშკი. ციხე-დარბაზს, დღევანდელი სახელწოდება „სამება“, მოგვიანებით, მასში მდგარი ეკლესიის სახელობის გამო შეერქვა.

აღწერა და ფოტოები — გრემის ციხე-დარბაზი სამება ↗

ახლოს მდებარე ადგილები