ამინდი amindi.webo.ge
მონასტერი ქუთაისი

გელათის მონასტერი

42.2946, 42.7684

მარშრუტში დამატება
გელათის მონასტერი

აღწერა

გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის და საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი. აგებულია ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები.
სახელწოდება „გელათი“ შესაძლოა მომდინარეობდეს იერუსალიმის ერთ-ერთი კარიბჭის „გენნათის“ სახელიდან.

აღწერა და ფოტოები — გელათის მონასტერი ↗

ფოტო გალერეა

გელათის მონასტერი — ფოტო 1
1 / 12

ახლოს მდებარე ადგილები